06 მაისი 2024,   21:38
ვრცლად
საქართველოს ეკონომიკა გასულ წელთან შედარებით 11.3%-ით გაიზრდა - ფინანსთა მინისტრი

ფინანსთა მინისტრმა საქართველოს ეკონომიკური ზრდა და მთავრობის მოლოდინები შეაჯამა - ლაშა ხუციშვილის თქმით, საქართველოს ეკონომიკა გასულ წელთან შედარებით 11.3%-ით გაიზრდა.

"სექტემბრის თვეში დაფიქსირდა 6.9%-ის ოდენობით ეკონომიკური ზრდა, რაც სამი კვარტლის მონაცემებით საქართველოს ეკონომიკა გასულ წელთან შედარებით გაიზრდა 11.3%-ით. აღნიშნულ მაჩვენებელზე დაყრდნობით, ფინანსთა სამინისტროს მიერ მოხდა ცვლილება მიმდინარე წლის პროგნოზისა და ნაცვლად 9.5% წარდგენილ ვარიანტში, მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის 10%-ის ოდენობით. ამასთან, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება 6%-ით," - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, წელს ქვეყანას აქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანაში წელის ბოლომდე მინიმუმ 10%-იანი ეკონომიკური ზრდა იქნება.

"წელს გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა, მთელს რეგიონში კი არა არამედ ევროპის მასშტაბით. 9 თვის მონაცემები 11.3% არის ეკონომიკური ზრდა. ამას გარდა მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პროგნოზის მიხედვით, წლის ბოლომდე გვექნება მინიმუმ 10%-იანი ეკონომიკური ზრდა. 2022 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა დაახლოებით 65 მილიარდს შეადგენს და ეს არის ისტორიული მაქსიმუმი, ასევე პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, იქნება ისტორიული მაქსიმუმი და მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე ჩვენი გადაანგარიშებით გადაცდება დაახლოებით 5 500 დოლარს. ეს ნიშნავს, რომ მეტი სახსრები გაგვიჩნდება, ბიუჯეტში მეტი შემოსავალი იქნება, მეტ პროექტებს დავაფინანსებთ და რაც მთავარია, ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება მეტი სამუშაო ადგილების შექმნა. ამიტომ, კიდევ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ გვაქვს ძალიან ოპტიმისტური განწყობები და მოლოდინები. მომდევნო წელიც ასევე იქნება ძალიან პოზიტიური," - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დღის ამბები