16 ნოემბერი 2024,   13:39
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი რეგიონის რწმუნებულებსა და არჩეულ მერებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი დილიდან რეგიონების რწმუნებულებს და არჩეულ მერებს ხვდება.

განიხილავენ სხვადასხვა ქალაქის წინაშე არსებულ გამოწვევებს განიხილავენ, ასევე საუბრობენ პროექტებზე, რომლებიც უახლოეს მომავალში უნდა შესრულდეს.

იმერეთის სახელმწიფოს რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძეს თქმით, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება კიდევ უფრო მჭიდრო და ეფექტურ ეტაპზე გადადის, რაც რეგიონისთვის საინტერესო პროექტების განხორციელების საშუალებას მისცემს. 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, მამუკა წოწერიას განმარტებით კი, ზუგდიდი ძალიან მალე წარსდგება დეტალური პროექტებით, რომელიც მორგებული იქნება მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

დღის ამბები