26 დეკემბერი 2024,   21:08
ვრცლად
როგორ პასუხობს იუსტიციის მინისტრი შიმშილობის შეწყვეტისთვის მიხეილ სააკაშვილის მიერ წამოყენებულ პირობას

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ის მოხარული იქნება თუ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი შიმშილობას ყოველგვარი დათქმების გარეშე შეწყვეტს. ამის შესახებ რატი ბრეგაძემ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა. როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის შეწყვეტისთვის მზადყოფნა გამოთქვა იმ დათქმით, თუ მას გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.

"ევროპულმა სასამართლომ მოუწოდა ბატონ სააკაშვილს, შეეწყვიტა შიმშილობა. ძალიან მოხარულები ვიქნებით, თუ ის დათანხმდება და შეწყვეტს შიმშილობას, ოღონდ რა თქმა უნდა ყოველგვარი დათქმების გარეშე. რატომ უნდა იყოს ეს ადამიანი გადაყვანილი კერძო კლინიკაში? შეუძლია ვინმეს, ამაზე პასუხი გაგვცეს?

თუკი ადამიანი ასრულებს შიმშილობას, ეს ძალიან კარგია და ჩვენ ამას მივესალმებით. მე ეს დღესაც მრავალგზის დავადასტურე, რომ ჩვენი სულისკვეთება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან არის აბსოლუტურად ერთიანი და ჩვენც მოხარულნი ვიქნებით, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება სტაბილური და ის დაუბრუნდება ცხოვრების ნორმალურ რიტმს.

როდესაც იქნება შესაბამისი პირობები შექმნილი, ის იქნება გადაყვანილი უკან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ნომერ 12 დაწესებულებაში, სადაც აქამდე იხდიდა სასჯელს," - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

დღის ამბები