საქართველოში კორონავირუსის 1 820 შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსს 82 ადამიანი ემსხვერპლა.
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 6 017 პაციენტი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის: ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.97% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.52%.
ამ ეტაპზე, კორონავირუსს საქართველოში 52 429 პაციენტი ებრძვის.