04 სექტემბერი 2026,   05:47
ვრცლად
"რადგან მკვლელების ხელიდან გამოგლიჯეს და წამოიყვანეს, მადლობელი ვარ, თავის მიწა-წყალზე იქნება და მონობაში არ ეყოლებათ" - გენადი ბესტაევის და

გამთენიისას დასრულდა გენადი ბესტაევის ოპერაცია ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში. საოკუპაციო რეჟიმის ყოფილი უკანონო პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები მძიმედ აფასებენ. ცხინვალის ციხეში 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ბესტაევი ინსულტის დიაგნოზით, თბილისში გვიან ღამით გადმოიყვანეს. 

გენადი ბესტაევის და ამბობს, რომ ბესტაევის საცხოვრებელი სახლი საზღვარზე მდებარეობს, მავთულხლართებთან. მისივე თქმით, ადგილზე მისვლას ვერავინ ბედავს, ვინაიდან ტერიტორიაზე ყოფნა საშიშია.

"ამ ზომამდე მიიყვანეს, რომ ასე უნდა გაეკეთებინათ და ცოცხალ მკვდარი გადმოეყვანათ. რახან მკვლელების ხელიდან გამოგლიჯეს და წამოიყვანეს მადლობელი ვარ მაინც მაგათი. თავის მიწა-წყალზე იქნება და მონობაში არ ეყოლებათ. სული ჰქონდეს პირში და თუნდაც ინვალიდად დარჩეს, მივხედავ, მაგის მეტი არავინ არ დამრჩენია.

გავიდნენ, ნახონ, რა ადგილზე ცხოვრობს, ზედ საზღვარზეა, მავთულხლართებია, გარედან კარს ლუქი ადევს, შუქიც არ აქვს. იქამდე ვერავინ ვერ ბედავს მისვლას იმიტომ, რომ საშიშია იქ ყოფნა," - აცხადებს გენადი ბესტაევის და ნაირა გუდაძე.

დღის ამბები