რაჭაში, სადაც სატყეო უბანზე სამუშაოები 81 ათას ჰექტარ ფართობზე მიმდინარეობს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ ინვენტარიზაციის პროცესი ჩატარდა.
ამბროლაურში პროცესი მომავალ წელს უნდა დასრულდეს. ქვეყნის მასშტაბით ამჟამად უკვე განახლებულია ინფორმაცია 360 ათას ჰექტარზე მეტი ფართობისთვის და მომზადებულია ტყის მართვის გეგმები მომავალი 10 წლიანი პერიოდისთვის.
ინვენტარიზაციის პროცესი ეროვნულმა სატყეო სააგენტომ 2013 წლიდან აღადგინა.