საქართველოში კორონავირუსის 4 446 შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსს 77 ადამიანი ემსხვერპლა.
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 320 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 50 026, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 31 072, PCR ტესტით - 18 954.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8,89%, ბოლო 14 დღის - 9,63%, ბოლო 7 დღის - 9,05%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 446 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი თბილისშია - 1 646 შემთხვევა, შემდეგ კი იმერეთი - 819, აჭარა - 190, ქვემო ქართლი - 258, შიდა ქართლი - 422, გურია - 117, სამეგრელო-ზემო სვანეთი 387, კახეთი - 315, მცხეთა-მთიანეთი - 90, სამცხე-ჯავახეთი - 144, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 58.
ამ ეტაპზე, კორონავირუსს საქართველოში 51 662 პაციენტი ებრძვის.
დღიურად აცრილია 7 307 ადამიანი.