16 ნოემბერი 2024,   14:04
ვრცლად
კონტაქტურია, ცნობიერება აქვს ადეკვატური, პარამეტრები გამოსწორებულია და მოწესრიგებული - რეანიმატოლოგი მიხეილ სააკაშვილზე

ცოტა ხნის წინ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა რესპუბლიკური კლინიკის ექიმ-რეანიმატოლოგმა.

გულიკო ქილიფთარის განცხადებით, ექსპრეზიდენტი ადეკვატურია. დარეგულირებულია არტერიული წნევა და ნორმაშია ჰემოდინამიკა. რეანიმატოლოგის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი უყურებს ტელევიზორს და თვალს ადევნებს მიმდინარე მოვლენებს. ქილიფთარის თქმით, პაციენტთან მუდმივად მორიგეობს რეანიმატოლოგი, რომელიც ნებისმიერ მომენტში მას დახმარებას გაუწევს.

"კონტაქტურია, ცნობიერება აქვს ადეკვატური, არტერიული წნევა ჰემოდინამიკა, პარამეტრები გამოსწორებულია და მოწესრიგებული. მეტსაც გეტყვით, ის ეკრანზე უყურებს რა ხდება აქ და გვესაუბრება და კომენტარებსაც აკეთებს. ვტოვებთ რეანიმაციულ განყოფილებაში, ის იქნება პერმანენტული მეთვალყურეობის ქვეშ, მას სჭირდება ყველაფრის მონიტორინგი, აქ ვიქნებით ძალიან გვიანობამდე, შემდეგ გადაწყდება, თუ დამძიმდა, რა თქმა უნდა, უამრავი ვიღაცის ჩართვა იქნება საჭირო. ამას სჭირდება დაკვირვება," - განაცხადა გულიკო ქილიფთარმა.

დღის ამბები