მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაშია - ამის შესახებ პატიმარი ექსპრეზიდენტის ადვოკატს სამკურნალო დაწესებულების მთავარმა ექიმმა მიაწოდა ინფორმაცია. სააკაშვილის უფლებადამცველმა დღეს პატიმართან შეხვედრა ვერ მოახერხა. სამკურნალო დაწესებულების ექიმის განმარტებით, რეანიმაციაში მხოლოდ სამედიცინო პერსონალს აქვს შესვლის უფლება.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ექსპრეზიდენტი სხვა დაწესებულებაში გადაიყვანონ, თუმცა ამბობს რომ მას ზუსტი ინფორმაცია არ აქვს
"განმიმარტეს, რომ მას ეძინა და როცა გაიღვიძებდა შემატყობინებდნენ და დამიშვებდნენ მასთან. თუმცა დაახლოებით საათნახევრიანი ლოდინის შემდეგ მითხრეს, რომ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც დაიშვება მხოლოდ სამედიცინო პერსონალი.
ვესაუბრე მე-18 დაწესებულების მთავარ ექიმს, ქალბატონ მანანას, რომელმაც მითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ღამე გაატარა რეანიმაციულ განყოფილებაში, ასევე განმიცხადა, რომ დღეს მოხდება სხვადასხვა პროფილის ექიმების შეხვედრა და ამ შეხვედრაზე გადაწყდება თუ რა იქნება მომდევნო ნაბიჯები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მის გადაყვანასთან დაკავშირებით.
გვახსოვს პენიტენციური სამსახურის მოქმედებები ადრე, მე არ მინდა რომ სპეკულაცია გამომივიდეს, თუმცა ცხადია გამორიცხვა არაფრის არ შეიძლება,"- განცხადა დიტო საძაგლიშვილმა.