04 სექტემბერი 2026,   07:28
ვრცლად
საპატრულო პოლიციის თანამშრომლის - გელა კვაშილავას და "TV პირველს" შორის მიმდინარე დავაზე სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

საპატრულო პოლიციის თანამშრომლის - გელა კვაშილავას და "TV პირველს" შორის მიმდინარე დავაზე სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია. მოსამართლემ ჩათვალა, რომ ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული, პატრულ-ინსპექტორის ღირსებისა და პატივის შემლახველი ინფორმაცია ცილისმწამებლური იყო.

სასამართლომ ტელეკომპანიას მორალური ზიანის ანაზღაურება დაავალა. საქმე ეხება "TV პირველის" ეთერში 30 იანვარს გაჟღერებულ ინფორმაციას, სადაც სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს ათეულის მეთაური - გელა კვაშილავა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გადატანაში დაადანაშაულეს. 

დღის ამბები