სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსთან, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ამ წუთებში პროკურორები და ადვოკატი იმყოფებოდნენ.
მეგის ქარდავას გამოკითხვა იმ ვიდეოჩანაწერებს უკავშირდება, რომელიც საგამოძიებო უწყებამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა და აღნიშნა, რომ ვიდეო-მასალა კიევში ქარდავას სახლიდანაა ამოღებული. საუბარია კადრებზე რომელიც 2011 წლით თარიღდება და რომლებშიც პატიმრის მიმართ არაადამიანური მოპყრობაა ასახული.
გამომძიებელი, პროკურორი და ადვოკატი ციხიდან რამდენიმე წუთში გამოვიდნენ. მათი ვიზიტი ხანმოკლე იყო იქიდან გამომდინარე, რომ მეგის ქარდავა თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და მან გამოკითხვაზე უარი თქვა. ადვოკატის თქმით, მეგის ქარდავა გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.