20 ნოემბერი 2024,   09:41
ვრცლად
მასშტაბური რეიდი თბილისსა და რეგიონებში და დაკავებული 13 პირი  - პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

მასშტაბური რეიდი თბილისსა და რეგიონებში, პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 13 პირი.

ერთ-ერთი დაკავებულის მეუღლე "კურიერთან" საუბრის დროს აცხადებს, რომ სახლში რამდენიმე ცალი გასროლილი ტყვია იყო მხოლოდ. 

დაკავებულების ადვოკატები კი აცხადებენ, რომ აღკვეთი ღონისძიება შეფარდებულია და პატიმრები დუმილის უფლებას იყენებენ. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დაკავებულია 13 პირი: 1985 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ბ.ქ., 1979 წელს დაბადებული ნ.მ., 1980 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევი გ.ვ., 1957 წელს დაბადებული ზ. ლ., 1991 წელს დაბადებული ა.გ., 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ბ., 1966 წელს დაბადებული ზ.პ., 1994 წელს დაბადებული ლ. ა., 1960 წელს დაბადებული ზ. თ., 1976 წელს დაბადებული ი.ლ., 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ. ს., 1993 წელს დაბადებული ა.ხ. და 1971 წელს დაბადებული ა.ჯ. დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შსს ავრცელებს.

დღის ამბები