20 ნოემბერი 2024,   09:22
ვრცლად
გორის სამხედრო ჰოსპიტალთან პოლიციის დამატებითი ჯგუფის მისვლა გახდა საჭირო

გორის სამხედრო ჰოსპიტალთან პოლიციის დამატებითი ჯგუფის მისვლა გახდა საჭირო. ისინი ტელეკომპანია "ტვ პირველის" ჟურნალისტმა გამოიძახა. მალხაზ მიქელაძის განცხადებით, მას სიტყვიერი შეურაცხყოფა ორმა ადგილობრივმა მიაყენა.

მისივე თქმით, მოქალაქეები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ და მათი გაღიზიანება ზოგადად ჟურნალისტების მობილიზებამ გამოიწვია.

სამხედრო ჰოსპიტალთან უკვე მე-4 დღეა მასმედიის სიმრავლეა. ისინი მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადმოყვანის და მისი მკურნალობის საკითხს აშუქებენ.

დღის ამბები