07 მაისი 2024,   17:20
ვრცლად
ლირის მორიგი გაუფასურების შემდეგ თურქეთი სტიქიურმა პროტესტმა მოიცვა - პოლიციამ ტაქსიმის მოედანი რკინის ჯებირებით შემოსაზღვრა

თურქული ვალუტის მორიგი გაუფასურების შემდეგ თურქეთი სტიქიურმა პროტესტმა მოიცვა, ქვეყნის დიდ ქალაქებში საპროტესტო გამოსვლებია. აქციის მონაწილეები თურქეთის მმართველ პარტიას და ქვეყნის პრეზიდენტს ხელისუფლების დატოვებისკენ მოუწოდებენ. პროტესტის მონაწილეები ხმაურის გამოწვევას ცარიელი ქვაბებით ცდილობენ.

საპროტესტო აქციების მონაწილეთა ძირითად ნაწილს ახალგაზრდობა წარმოდგენს. აქციებში ასევე  მონაწილეობენ სოციალისტური აღორძინებისა და მუშათა პარტიის მხარდამჭერები. ხვალ საგანგებო შეკრებას გეგმავს ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალა - სახალხო-რესპუბლიკური პარტია.

საპროტესტო გამოსვლებია სტამბოლში, ანკარაში, იზმირში, ესკიშეჰირში, სადაც პოლიციამ 10 მდე ადმიანი უკვე დააკავა. რაც შეეხება სტამბოლს ამ დროისთვის სამართალდამცავებმა რკინის ჯებირებით შემოსაზღვრეს ტაქსიმის მოედანი, რომელიც ტრადიციულად თურქეთში პროტესტის მთავარი ეპიცენტრია.

ამ დროისთვის 1 დოლარის ფასმა 12,99 თურქულ ლირას მიაღწია, 1 ევრო კი 14,16 ლირა ღირს. საერთაშორისო ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ლირის გაუფასურებისა და ინფლაციის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ქვეყნის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიერ ცენტრალურ ბანკზე განხორციელებული ზეწოლაა. ერდოღანს სურს ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრაში ჩაერიოს და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი მნიშვნელოვნად შეამციროს.

 

დღის ამბები