29 აგვისტო 2026,   17:46
ვრცლად
ფოთში COVID-19 ის წინააღმდეგ ვაქცინაციის ცენტრებში მიმართვიანობა გაიზარდა, განსაკუთრებით კი პენსიონერების

ქალაქ ფოთში COVID-19 ის წინააღმდეგ ვაქცინაციის ცენტრებში, მოქალაქეთა მიმართვიანობა გაიზარდა.

ქალაქის პოლიკლინიკებსა და სტაციონარებში, იქ, სადაც ვაქცინაციის პუნქტებია გახსნილი, მოქალაქეების სიმრავლე შეინიშნება, განსაკუთრებით კი პენსიონერების. ისინი მთავრობის გადაწყვეტილებით - აცრის შემთხვევაში 200 ლარიან საპენსიო დანამატს იღებენ.

იმუნიზაციის ცენტრებში აცრა Pfizer-ისSinopharm-ისა და Sinovac-ის პრეპარატებით არის შესაძლებელი, გარდა ამისა, კეთდება ე.წ. ბუსტერ დოზები და სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრები.

დღის ამბები