29 აგვისტო 2026,   17:46
ვრცლად
"ვადაგასული წევრები იღებენ ე.წ. 2022 წლის ბიუჯეტს, ჩვენ - არჩეულ წევრებს, პოლიცია შესვლის უფლებას არ გვაძლევს" - ზუგდიდის საკრებულოში დაძაბული ვითარებაა

ზუგდიდის საკრებულოში დაძაბული ვითარებაა - ბათუმის მსგავსად, საკრებულო 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების პროცედურას იწყებს.

ადგილზე მობილიზებულია ოპოზიციაც, რომელიც პირობას დებს, რომ საკრებულოს მუშაობას ხელს შეუშლის, შენობის მიმდებარე ტერიტორიას კი პოლიცია იცავს.

"ნაციონალური მოძრაობის" ახალი მოწვევის საკრებულოს წევრი მაია კალანდია ამბობს, რომ პოლიცია მისთვის როგორც მოქალაქისთვის მინიჭებულ უფლებას უზღუდავს და საკრებულოს შენობაში არ უშვებს.

"ვადაგასული საკრებულოს წევრები დღეს იღებენ ე.წ. 2022 წლის ბიუჯეტს. ჩვენ - არჩეულ წევრებს, არ გვაძლევს პოლიცია უფლებას შევიდეთ, მონაწილეობა მივიღოთ და დავსვათ შეკითხვები. ამის უფლება მაქვს არა თუ როგორც საკრებულოს არჩეულ წევრს, არამედ როგორც მოქალაქე მაია კალანდიას," - ამბობს მაია კალანდია.

ზუგდიდის პოლიციის უფროსის ირაკლი ფაცაციას განცხადებით, შენობაში ყველა მოქმედი დეპუტატი შევა.

"შევა ყველა მოქმედი საკრებულოს დეპუტატი, დანარჩენზე უკვე შეგიძლიათ მიმართოთ საკრებულოს პრესსამსახურს," - განაცხადა ზუგდიდის პოლიციის უფროსმა.

დღის ამბები