"თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი - პარლამენტის დღევანდელ ბიუროს სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება. ცვლილებები ითვალისწინებს ტაქსიში და ნებისმიერ სანაოსნო საშუალებაში თამბაქოს მოწევის აკრძალვას.
მოწევა აიკრძალება სხვა ნებისმიერი ავტომობილის შემთხვევაშიც, თუკი მასში არასრულწლოვანი მგზავრია.