18 აპრილი 2024,   21:39
ვრცლად
ჯანმო - "ჯერჯერობით უცნობია არის თუ არა "ომიკრონი" უფრო გადამდები ვიდრე "დელტა" 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ უცნობია არის თუ არა "ომიკრონ" შტამი უფრო მეტად გადამდები სხვა ვარიანტებთან, მათ შორის "დელტასთან" შედარებით.

 მათივე ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკაში სადაც დადასტურდა კორონავირუსის ახალი "ომიკრონ" შტამი გაიზარდა ჰოპიტალიზაციის მაჩვენებელი.

"ერ არ არის ნათელი, იწვევს თუ არა "ომიკრონის" ინფექცია უფრო მძიმე დაავადებას სხვა ვარიანტებთან, მათ შორის "დელტასთან" შედარებით. წინასწარი მონაცემებით ვარაუდობენ, რომ სამხრეთ აფრიკაში ჰოსპიტალიზაციის მზარდი მაჩვენებელია, მაგრამ ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის გაზრდით და არა "ომიკრონის" ინფექციით,"- აღნიშნულია განცხადებაში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გაცხადების თანახმად, ვაქცინებს აქვს კრიტიკული მნიშვნელობა მძიმე დაავადებისა და გარდაცვალების შესამცირებლად, მათ შორის დომინანტური მოცირკულირე ვირუსის, "დელტას" წინააღმდეგ.

დღის ამბები