თბილისში, ვარკეთილში, "ჰუალინგის" ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, სისი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ბოძს შეეჯახა, რასაც ერთი პირის გარდაცვალება მოჰყვა.
ინციდენტის შედეგად დაშავებულია ერთი პირი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
"რუსთავი 2" დეტალებს შსს-ში არკვევს.
მომხდარის შესახებ ფოტოები სოციალურ ქსელშიც ვრცელდება.