07 მაისი 2024,   18:44
ვრცლად
თურქული ლირა, დოლართან მიმართებაში, რეკორდულად გაუფასურდა

თურქული ლირა გაუფასურებას განაგრძობს. დღევანდელი მონაცემებით, დოლართან მიმართებით ლირამ გაუფასურების რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. მზარდი ინფლაციისა და კრიტიკის მიუხედავად, პრეზიდენტმა ერდოღანმა საპროცენტო განაკვეთების შემცირებას კვლავ მხარი დაუჭირა.

მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე თურქეთის ეროვნული ვალუტა 45%-ითაა გაუფასურებული. ოპოზიციამ ხელისუფლებას მონეტარული პოლიტიკის გადახედვისკენ და ვადამდელი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდა.

დღის ამბები