20 ნოემბერი 2024,   11:19
ვრცლად
საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით საქალაქთაშორისო პროექტი გრძელდება - EU4Culture-მა შერჩეული 3 ქალაქის დაჯილდოების ცერემონია გამართა

საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით საქალაქთაშორისო პროექტი გრძელდება. EU4Culture-მა შერჩეული 3 ქალაქის დაჯილდოების ცერემონია გამართა, რომლებიც 30 000 ევროს ოდენობის გრანტს კულტურის განვითარების სტრატეგიების მოსამზადებლად მიიღებენ. ღონისძიებას პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე და პრიზიორი ქალაქის მერები ესწრებოდნენ.

"ეს არის ევროკავშირის პროექტი, რომელიც პირველია, აქამდე არ განხორციელებულა, ხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ბევრ პროექტს მოიცავს. ერთ-ერთი, რომლის ღონისძიებაც ახლა იმართება არის კონკურსი რეგიონების ქალაქებისთვის, რათა შეიმუშაონ და განავითარონ კულტურის განვითარების სტრატეგია.

ქუთაისი, ზუგდიდი და ფოთი იყვნენ ყველაზე წარმატებული ქალაქები, რომლებმაც მაქსიმალური შეფასება დაიმსახურეს ექსპერტებისგან. ამ ქალაქებიდან ერთ-ერთს ექნება შანსი, რომ მიიღოს 300 ათასი ევრო სტრატეგიის განსახორციელებლად," - განაცხადა პროექტის კომუნიკაციების მენეჯერმა მარიამ ლეჟავამ.

დღის ამბები