ბოლო24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 3 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov-ის ინფორმაციით, ვირუსს კიდევ 72 ადამიანი ემსხვერპლა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 295 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 50 626 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 31 151, ხოლო PCR ტესტით - 19 475.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელმა 7,37%, ბოლო 14 დღის განმავლობაში 8,78%, ხოლო ბოლო 7 დღეში 8,53% შეადგინა.
სულ ქვეყანაში ჩატარებულია - 2 197 838 აცრა, ხოლო 1 დეკემბერს ვაქცინირებულთა მონაცემმა 11 099 შეადგინა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 33 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 541 პაციენტი. კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირთა რაოდენობა - 1 144 შეადგენს.
შეგახსენებთ, კოვიდპანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 853 833 შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა - 796 453, ვირუსს ემსხვერპლა 12 191 ადამიანი.