27 აპრილი 2024,   08:37
ვრცლად
გვყავს ნიჩბოსნები რომელთაც არ აქვთ ნავი და ნიჩაბი, გვყავს ველოსპორტსმენები რომელთა ველოსიპედსაც ძვრება ბორბალი - თეა წულუკიანი

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, აუცილებელია საქართველოში სხვადასხვა სპორტის სახეობების ხელშეწყობა დაიწყოს.

მინისტრმა სპორტსმენების პრობლემებზე პარლამენტის ტრიბუნიდან "მინისტრის საათის" ფორმატში ისაუბრა.

"ჩვენ გვყავს ნიჩბოსნები, რომელთაც არ აქვთ ნავი და ნიჩაბი. ჩვენ გვყავს ველოსპორტსმენები, რომელთა ველოსიპედსაც ძვრება ბორბალი, გვყავს მორბენალები, რომელთაც არ აქვთ სარბენი ბილიკები. გვყავს ცხენოსანთა ფედერაცია, რომელთაც არ ჰყავთ ცხენები.

რეალობა ასეთია, მე არც წინა მინისტრობის დროს ვმალავდი პრობლემებს, ვცდილობდი მათ მოგვარებას და შესაბამისად, ასე არის აქაც. ეს უთანასწორობა უნდა გასწორდეს. ჩვენ მშვილდოსნებს სჭირდებათ თბილისში ბაზა იმისთვის, რომ ივარჯიშონ და არ ვარჯიშობდნენ თბილისის კორპუსების სარდაფებში.

მნიშნველოვანია, რომ ტანმოვარჯიშეებს ჰქონდეთ თბილისში საწვრთნელი ბაზა. აღარაფერს ვამბობ ჩვენს მოციგურავეებზე, რომელთაც საციგურაო ინფრასტრუქტურა და მათ უწევთ უცხო ქვეყანაში ვარჯიში. 

ჩვენ ყველას გვიხარია მათი წარმატება, ტაშსაც ვუკრავთ, მეც ასე ვიყავი, ვიდრე სპორტის მინისტრი გავხდებოდი, რომ რა კარგია, როგორ კარგად ციგურაობენ, როგორ კარგად ნიჩბოსნობენ, როგორ კარგად წარმოადგენენ საქართველოს, მაგრამ ამის უკან დგას დიდი პრობლემები, დიდი შრომა," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს ამ წუთებში უსმენენ. 

დღის ამბები