20 აპრილი 2024,   00:49
ვრცლად
"ალფრედი და ვიოლეტა" - რეზო გაბრიაძის თეატრი პრემიერისთვის ემზადება

"ალფრედი და ვიოლეტა" - რეზო გაბრიაძის თეატრი პრემიერისთვის ემზადება. 1981 წლის შემდეგ სპექტაკლი გაბრიაძის თეატრის სცენაზე კიდევ ერთხელ გათამაშდება. რეჟისორი და მხატვარი სიცოცხლის უკანასკნელ წლებში პიესის განახლებულ ვერსიაზე მუშაობდა, გარდაცვალების შემდეგ კი საქმე მისმა შვილმა მიიყვანა ბოლომდე. დღეს გამართული დახურული ჩვენების შემდეგ, უკვე შაბათს ფართო აუდიტორიისთვის გაიმართება პრემიერა. 

სპექტაკლის მოქმედება თბილისში, მთაწმინდის ქუჩაზე ვითარდება. დრო 90-იანი წლებია და შესაბამისად, ალფრედიასა და ვიოლეტას სიყვარულის ქალაქის დრამატული მოვლენების ფონზე ვითარდება. რეზო გაბრიაძის მიერ შექმნილ მარიონეტებს კი ისეთი ადამიანების ხმები აცოცხლებს, როგორებიც იყვნენ ეროსი მანჯგალაძე და რამაზ ჩხიკვაძე, ფონოგრამის ჩანაწერში მონაწილეობა მიიღო ასევე ანზორ ერქომაიშვილმა. ეს ხმები ისმოდა 40 წლის წინაც.

რეზო გაბრიაძის საავტორო თეატრის წარმოდგენებს ასე აფასებდნენ - "მისი თეატრი არტისტისა და პოეტის სულის ანარეკლია". ამბობდნენ, რომ მის ნამუშევრებს სრულიად განსხვავებული ჟღერადობა აქვს, სასცენო ენა კი უნივერსალურია, რამაც საერთაშორისო აღიარება და წარმატებაც განაპირობა. მარიონეტების თეატრის დასს არაერთ ფესტივალზე, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში უმოგზაურია. დღეს კი თეატრმა განახლებული დადგმით ახალი სიცოცხლე დაიწყო.

დღის ამბები