დღის ბოლოს გორის რაიონში სიმშვიდეა. სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობასთან ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეთანხმებას მიაღწია. იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოლაპარაკებებში უნდა ჩაერთოს. სოფელში დილით დაძაბულობა იყო, საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით აქციის მონაწილეებმა ქუჩის გადაკეტვა სცადეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.
მოსახლეობის პროტესტის მიზეზი სოფელ ზეღდულეთში არსებული 75 ჰექტარი მიწის ფართობია, საიდანაც 50 ჰექტარი კერძო მესაკუთრისაა, 25 კი შპს "ფუდლენდის" საკუთრებაშია.
ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მოლაპარაკებები აქტიურად გაგრძელდება და იმუშავებენ რომ მოსახლეობის ინტერესები გათვალისწინებული იყოს.