20 ნოემბერი 2024,   11:18
ვრცლად
"არც ისე სასიხარულო ამბავი გვექნება 6-7 დღეში..." - გიორგი ფხაკაძე ვარაუდობს, რომ ომიკრონი უკვე საქართველოშია

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძის თქმით კორონავირუსის ახალი შტამი შესაძლებელია უკვე საქართველოშიც იყოს.როგორც ფხაკაძე ამბობს "ომიკრონ" შტამი საშიშია ბავშვებში და ხასიათდება მაღალი ჰოსპიტალიზაციით.

ომიკრონი საშიშია. ბავშვების, 5 წლამდე, ჰოსპიტალიზაცია არის უფრო მაღალი დელტასთან შედარებით. უფრო დეტალური და სავარაუდოდ, არც ისე სასიხარულო ამბავი გვექნება 6-7 დღეში.

ეს ვარიანტი სავარაუდოდ ცირკულირებს მსოფლიოში უკვე 3-4 თვე. უკვე 40-ზე მეტ ქვეყანაში არის დაფიქსირებული და შესაძლებელია რომ უკვე საქართველოშიც იყოს. ბრაზილიაში, რიოში, მსოფლიოში ცნობილი საახალწლო ზეიმი აღარ იქნება, რუსეთში რეკორდული ინფიცირების და სიკვდილიანობის მაჩვენებლებია და ასე შემდეგ,"- გიორგი ფხაკაძე. 

დღის ამბები