20 ნოემბერი 2024,   11:16
ვრცლად
თბილისის ნაწილს წყალი 6 საათის განმავლობაში შეუწყდება - ქუჩების ჩამონათვალი

GWP-ის ინფორმაციით, ხვალ, 6 დეკემბერს, კომპანია სამგორის რაიონში, 17 შინდისელი გმირის ქუჩა N8-თან,  წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, ხვალ, 6 დეკემბერს, დღის 12:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ისანი-სამგორის რაიონის შემდეგ ქუჩებს:

17 შინდისელი გმირის ქ. N8, მხარგრძელის ქუჩას, აეროდრომის დასახ. მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 ქუჩებს, წულუკიძის ქუჩას 1-ელ და მე-2 შესახ,კახეთის გზატკეცილი N32-38 (ლუწებს) N17-23 (კენტებს), სამგორის დასახლებას (მე-8 პოლკი) ონაშვილის, ოსეპ მანდელშტამის ქუჩას და ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩებს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. 

დღის ამბები