25 აპრილი 2024,   17:31
ვრცლად
 გურჯაანში 87 წლის ქალს, რომელიც გზაზე გადადიოდა ჯერ ერთი ავტომანქანა დაეჯახა, შემდეგ მეორე

ავტოსაგზაო შემთხვევას გურჯაანის მუნიციპალიტეტში მსხვერპლი მოჰყვა - ინციდენტი სოფელ მუკუზანში მოხდა. გარდაცვლილი 87 წლის ქალია. 

თვითმხილველების თქმით, ქალი გზის გადაკვეთას ცდილობდა,რა როდესაც მას ჯერ ერთი ავტომანქანა დაეჯახა, შემდეგ კი მეორე. ქალი ადგილზევე გარდაიცვალა.

მომხდარზე დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები.

დღის ამბები