27 აპრილი 2024,   08:24
ვრცლად
ზემო სვანეთის გზაზე ქვისცვენის შემდეგ გაწმენდითი სამუშაოები დღესაც გაგრძელდება - გუბერნატორის მოადგილის თქმით, საფრთხეები მოხსნილია

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 43-ე კილომეტრზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგა. ქვისცვენის გამო, გუშინ დღის განმავლობაში აკრძალული იყო ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა. ადგილზე მაშველები და სპეცტექნიკა მუშაობდა. სამუშაოები გაგრძელდება დღესაც.

"ჩართული იყო ადგილობრივი ტექნიკა და დამატებით გამოძახებულ იქნა ე.წ. მძიმე ტექნიკა, ადგილზე არსებული კლდის მასების ოდენობის გამო. დარჩენილია გარკვეული ნაწილი, რომელზეც გეოლოგების დასკვნას ველოდებით. 

ამ დროისთვის საფრთხეები მოხსნილია, შეფერხება აღარ არის ადგილზე, ნებისმიერი სახის ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია," - აცხადებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კუხალეიშვილი.

დღის ამბები