25 იანვარი 2022,   20:52
ვრცლად
მძიმე კოვიდვითარება - უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ახალ გადაწყვეტილებებზე მსჯელობს

მძიმე ეპიდემოლოგიური მდგომარეობის ფონზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო - ახალ გადაწყვეტილებებზე მსჯელობს. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. რა შეიცვლება კოვიდ 19-ის მართვის პროტოკოლში, ამის შესახებ ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა იმ საფრთხეს, რომელსაც კორონავირუსი და გრიპის ვირუსი ერთობლივი გავრცელება ე.წ ტვინდემია ქმნის. ასევე ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურებას.

სავარაუდოდ დღეს საბჭო ოფიციალურად მიიღებს გადაწყვეტილებას ბუსტერ დოზების ვადების შემცირებასთან დაკავშირებით. ჩინური ვაქცინებით აცრილ პირებს, ბუსტერის გაკეთება 3-6 თვის პერიოდში შეეძლებათ. ხოლო ფაიზერისა და სხვა ვაქცინების შემთხვევაში 5 თვის შემდეგ.

გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობა სავარაუდოდ  მწვანე საშვის მოქმედების არეალსაც გააფართოვებს.

დღის ამბები