25 აპრილი 2024,   08:48
ვრცლად
რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლების ხელფასი 300 ლარით, კონტროლიორების - 200 ლარით გაიზრდება

რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის მძღოლების ხელფასი იზრდება.

2022 წლიდან მათ ანაზღაურება 300 ლარით მოემატებათ. 200 ლარით გაზრდილ ხელფასს აიღებენ კონტროლიორები. ხელფასი ეზრდებათ ავტოტრანსპორტის სხვა თანამშრომლებსაც.

მომავალი წლიდან ყველა ავტობუსში უფასო Wi Fi ჩაირთვება. ტრანსპორტის საფასურის შეღავათით სარგებლობს 60 ათასამდე რუსთაველი ბენეფიციარი. რუსთავს მიმდინარე წლის დასაწყისიდან 40 ახალი, ევრო 5 ის სტანდარტის ავტობუსი ემსახურება.

ყველა სატრანსპორტო საშუალება კოვიდრეგულაციების დაცვით ყოველდღიურად მუშავდება. სამედიცინო შემოწმება რეგულარულად უტარდება ხაზზე მომუშავე თითოეულ მძღოლს.

გადაწყვეტილება რუსთავის მერმა მძღოლებს პირადად გააცნო. ნინო ლაცაბიძის თქმით, ხელფასების ზრდის ტენდენცია სამომავლოდაც გაგრძელდება.

დღის ამბები