თავმჯდომარის მოწოდების მიუხედავად, საკრებულოს პირველი სამუშაო სხდომა, მაინც ხმაურის ფონზე წარიმართა. გიორგი ტყემალაძემ კოლეგებს რამდენჯერმე მოუწოდა, რომ რეგლამენტი გათვალისწინებული დღის წესრიგით დაეცვათ, თუმცა ამ განცხადებას ოპოზიციის წევრებისთვის ხელი არ შეუშლიათ კითხვები დედაქალაქის პრობლემების გარდა, სხვა თემებზეც დაესვათ - რასაც დარბაზში კამათი მოჰყვა.
საკრებულოს სხდომაზე მისულ მერს, კითხვებს უმრავლესობის დეპუტატებიც უსვამდნენ. "ქართული ოცნების" დეპუტატები განხორციელებული და დაგეგმილი პროექტებით ინტერესდებოდნენ, ოპოზციის წევრების ინტერესს კი, პოლიტიკურად აქტუალური თემები წარმოადგენდა.
კითხვა-პასუხის დაწყებამდე, საკრებულოს ახალი მოწვევის დეპუტატებს, დედაქალაქის მერმა სიტყვითაც მიმართა. კახა კალაძემ განვლილი 4 წელი შეაჯამა და მომდევნო წლებში განსახორციელებელ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. როგორც აღმოჩნდა, დედაქალაქის მერიისთვის, შედეგი მმართველობის პერიოდში კვლავ პრიორიტეტი სატრანსპორტო პოლიტიკა, სოციალური პროგრამები, დაუსრულებელი მშენებლობები და ავარიული სახლების ახლით ჩანაცვლება რჩება.
მეშვიდე მოწვევის საკრებულოს სხდომაზე, დღეს მერიის მოადგილეები, სხვადსხვა სამსახურის ხელმძღვანელები და კალაძის ახალი გუნდის შემადგენლობა დაამტკიცეს. უკვე მოქმედი გამგებლებიდან - 6 ძველია, 4 კი ახალი სახეა.