20 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დაკმაყოფილდა

"რუსთავი 2-ის" საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.

ამასთან, მოსამართლე გოჩა დიდავას გადაწყვეტილებით, ყადაღა მოეხსნა "რუსთვი-2 ს". ასევე, აღნიშნული გადაწყვეტილებით, "რუსთავი2-ს" ქონების გაყიდვის უფლება მიეცა.

 სამოქალაქო დავა თითქმის 2 წელია მიმდინარეობს. მოსარჩელე მხარე ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი არიან, მოპასუხე კი "რუსთავი 2-ის" ამჟამინდელი მფლობელი ქიბარ ხალვაში.

ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი "რუსთავი 2-ის" 60%-იანი წილს ითხოვენ.

 

 

დღის ამბები