03 სექტემბერი 2026,   13:44
ვრცლად
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში იმუნიზაციის პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

მას შემდეგ, რაც მწვანე პასპორტის კონცეფცია ამოქმედდა, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, აცრის მსურველთა რაოდენობა გაიზარდა. ასევე მაღალია ვაქცინაციის პუნქტებში პენსიონერთა მიმართვიანობა.

პროცესის მეტად გასააქტიურებლად მხარის სახელმწიფო რწმუნებული სისტემატურად მართავს საინფორმაციო შეხვედრებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად. ამჯერად, დავით ნოზაძე დუშეთის კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და მათ კოვიდ საწინააღმდეგო აცრის გაკეთებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

"შეხვედრაზე ვისაუბრეთ ვაქცინაციის აუცილებლობაზე და მის დადებით მხარეებზე, ასევე შეხვედრას ესწრებოდნენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელები, რომლებთანაც კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა ჩვენი საუბრები. ჩვენს რეგიონში აქტიურად გავაგრძელებთ მსგავსი სახის შეხვედრებს, სხვადასხვა სფეროს და ასაკის წარმომადგენლებთან, რათა კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს კამპანიაში და ჩაიტარონ აცრები,“- განაცხადა დავით ნოზაძემ.



დღის ამბები