16 ნოემბერი 2024,   10:55
ვრცლად
კანონპროექტი, რომელიც სათამაშო ბიზნესს ახალ რეგულაციებს უწესებს უკვე პარლამენტშია - რა არის ცვლილებების მთავარი მიზანი

აზარტული თამაშების რეგულირების კანონპროექტი პარლამენტში შევიდა. მთავრობა ცვლილებათა პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს, რასაც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირეს. ასაკობრივი ზღვარის 25 წლამდე გაზრდა, მომატებული გადასახადი და რეკლამირების აკრძალვა - ეს ინიციატივის ძირითადი მიმართულებებია. აზარტულ თამაშებზე შეზღუდვა ერთ მილიონამდე მოქალაქეზე გავრცელდება.

საკანონმდებლო პაკეტი ვრცელია. აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება. შემოდის ახალი სახის ჯარიმები. კანონით გათვალისწინებული ფულადი სანქციის ოდენობა კი იზრდება. ოპოზიცია ინიციატივას აკრიტიკებს. ნაწილი ამბობს რომ კანონპროექტს მათი მხარდაჭერა არ ექნება.

საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, ქართული საგადასახდო ბარათებით აიკრძალება ონლაინ გადახდები საზღვარგარეთიდან თამაშის შემთხვევაშიც. კანონპროექტს მხარდაჭერა ექნება მმართველი გუნდის მხრიდან. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ რომ მთავრობამ უმოკლეს ვადებში მოახერხა ინიციატივის კანონპროექტად ქცევა. კანონი კი მოქალაქეების ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს.

ინიციატივას, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე 22 ნოემბერს ისაუბრა, ბიუროზე დარეგისტრირების შემდეგ შემდეგ საკომიტეტო მოსმენებზე განიხილავენ. შემდეგ კი პროექტი სესიაზე გავა, სადაც კანონმდებლები დაჩქარებული წესით კენჭს უყრიან.

დღის ამბები