16 ნოემბერი 2024,   10:46
ვრცლად
ხაზარაძე-ჯაფარიძისა და წერეთლის საქმეზე განაჩენი წელს არ გამოცხადდება - როგორ მიმდინარეობდა "ლელოს" ლიდერების პროცესი

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილება იანვარში გამოცხადდება. 4 საათიანი სხდომის შემდეგ თარიღის ცვლილების მიზეზი ბრალდების მხარის მიერ რეპლიკების მოსამზადებლად დამატებითი დროის მოთხოვნა გახდა.

პროკურატურა, რომელიც ბრალდებულებს 17 მილიონი დოლარის გათეთრებას ანუ უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას ედავება, დარწმუნებულია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება გამამტყუნებელი იქნება. დაცვის მხარე კი გამამართლებელი განაჩენის მოლოდინშია. 

დღეს საქალაქო სასამართლოს ეზოში სხვადასხვა პარტიებიდან ოპოზიციის ლიდერები იყვნენ მობილიზებული. ეს ერთის მხრივ სოლიდარობის, მეორეს მხრივ კი, როგორც თავად ამბობდნენ, პოლიტიკური მართლმსაჯულების საწინააღმდეგო დემონსტრაცია იყო.

ოპოზიცია შეკრებას ფულის გათეთრების საქმის მომდევნო პროცესზეც გეგმავს, რომელიც ამ ინსტანციაში დიდი ალბათობით საბოლოო იქნება. 11 იანვარს იქნება საბოლოო რეპლიკებიც და ბრალდებულების საბოლოო სიტყვაც. ამის შემდეგ მოსამართლე უკვე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.

დღის ამბები