01 მაისი 2024,   07:41
ვრცლად
ჩვენ გველოდება მძიმე დაავადების და სიკვდილიანობის ზრდა, ვირუსი აქ არის, ვრცელდება და იზრდება - ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ კორონავირუსის "ომიკრონ" შტამი ქვეყანაში ძალიან სწრაფად ვრცელდება, რაც აუცრელებისთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება.

მან მოქალაქეებს მოუწოდა, დროულად მიიღონ ვაქცინის მესამე დოზა და ზამთარში მოსალოდნელი მძიმე შედეგები თავიდან აირიდონ.

“ჩვენ გველოდება მძიმე დაავადების და სიკვდილიანობის ზრდა ზამთარში. ვირუსი აქ არის, ის ვრცელდება და იზრდება. თუ აცრილი ხართ და დამატებითი დოზა გაიკეთეთ, მაშინ მძიმე დაავადებისგან და სიკვდილისგან დაცული იქნებით,"- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დღის ამბები