21 მაისი 2024,   17:00
ვრცლად
საპროტესტო აქციაზე დაშავებულთა ნაწილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა გახდა საჭირო

"გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა და სამართალდამცველთა ფიზიკური დაპირისპირება, გასულ ღამით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ყველაზე ინტენსიური იყო.

არიან დაკავებულები, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. დაშავდა ათობით ადამიანი, მათი ნაწილის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო, უმეტესობას კი პირველადი დახმარება სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ადგილზევე აღმოუჩინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი. მიუხედავად პოლიციელების არაერთი მოწოდებისა, ისინი არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს და სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ" - ნათქვამია ტექსტში.

დღის ამბები