20 ნოემბერი 2024,   11:18
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დაკავებულ საქართველოს 3 მოქალაქეს უკანონო პატიმრობა მიუსაჯა

ოკუპირებულ სოფელ წინაგარასთან რამდენიმე დღის წინ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს საოკუპაციო რეჟიმმა უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.

ვლადიმერ კანიაშვილს ერთ თვიანი, კახაბერ ნათაძეს ორთვიანი და მამუკა ჩხიკვაძეს ორთვიანი უკანონო პატიმრობა განესაზღვრათ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ინფორმაცია ამის შესახებ ცხელი ხაზის საშუალებით მიიღეს.

საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების შესახებ 10 დეკემბერს გახდა ცნობილი.

დღის ამბები