26 დეკემბერი 2024,   23:32
ვრცლად
არასრულწლოვნის დაჭრაში ბრალდებული ცნობილი მომღერლის შვილი პოლიციას საკუთარი სურვილით ჩაბარდა

17 წლის მოზარდის დაჭრის საქმეზე დაკავებულ ნიკა თოიძეს, სავარაუდოდ, დღეს ბრალი წარედგინება. ის პოლიციას გუშინ საკუთარი ნებით ჩაბარდა.

"კურიერმა" გაარკვია, რომ 19 წლის ნიკოლოზ თოიძე, ცნობილი მუსიკოსის, გია თოიძის შვილია. მამა ამბობს, რომ 2 დღე შვილი მშობლების არცერთ სახლში გამოჩენილა.

"არაფერი ვიცი, გარდა იმისა, რომ ჩაბარდა და ახლა მიმდინარეობს საგამოძიებო პროცედურები. ვერანაირ კომენტარს ვერ გაგიკეთებთ. არ ვიცი სად იყო," - განაცხადა გია თოიძემ. 

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შემთხვევა ნუცუბიძის პლატოზე მოხდა. ე.წ. ქუჩურ გარჩევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

დაჭრილ არასრულწლოვანს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მას ცივი იარაღით 3 ჭრილობა აქვს მიყენებული.

დღის ამბები