28 აპრილი 2024,   04:32
ვრცლად
ალიანსის "ღია კარის" პრინციპი კრემლსა და NATO-ს შორის კვლავ დაპირისპირების მიზეზია

ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია NATO-სთან დიალოგში უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით გადამწყვეტი იქნება - ეს რუსეთის საგარეო საქმეთა უწყების პოზიციაა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ალიანსის "ღია კარის" პრინციპი მისსავე დაუცველობას ზრდის.

დასავლეთში კი აცხადებენ, რომ NATO რუსეთის წინადადებებს განიხილავს, მაგრამ უფლებას არ მისცემს მოსკოვს, უკარნახოს, როგორ მოიქცეს.

შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი ჯიმ რიში კი, პარტნიორ ქვეყნებს აფრთხილებს, რომ შესაძლოა მოთხოვნებზე უარი პუტინმა ომის საბაბად გამოიყენოს.

სენატორის განცხადებით, უსაფრთხოების შესახებ რუსეთის შემოთავაზება შტატებისა და NATO-სთვის ომის მიზეზია და ალიანსის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

დღის ამბები