28 აპრილი 2024,   00:41
ვრცლად
კაცმა ტელეფონის განსაბლოკად მძინარე შეყვარებულს ქუთუთოები აუწია და 24 ათასი დოლარი​ მოპარა

ჩინელ მამაკაცს შეყვარებულის გაქურდვისთვის 3,5 წელი პატიმრობა მიუსაჯეს. როგორც უცხოური მედია წერს, შემთხვევა 2020 წლის დეკემბერში მოხდა. 28 წლის ჰუანი მეგობარ ქალს, რომელიც თავს ცუდად გრძნობდა, სახლში ესტუმრა. ცუდად მყოფ შეყვარებულს სადილი მოუმზადა და შიგ გაციების საწინააღმდეგო წამალი ჩაამატა, რომელმაც ქალს ღრმა ძილი მოჰგვარა.

გამოძიების მასალის თანახმად, მას შემდეგ, რაც ქალს ჩაეძინა, ჰუანმა მისი თითის ანაბეჭდი გამოიყენა ტელეფონის განსაბლოკად, შემდეგ კი ქუთუთოები აუწია, რათა ჩინური ონლაინ გადახდის აპლიკაციაში  Alipay app შესულიყო, რომელიც ამისთვის, სახის ამომცნობ პროგრამას იყენებს.

ჰუანმა მეგობარი ქალის ელექტრონული საფულიდან 154 ათასი იუანი ($24,155) მოიპარა აზარტული თამაშებში დაგროვილი ვალის დასაფარად.

უჩვეულო გადარიცხვები ქალმა მეორე დღეს შეამჩნია და პოლიციას აცნობა, ჰუანი ამ დროისთვის სხვა ქალაქში იყო გაქცეული. პოლიციამ მისი დაკავება მიმდინარე წლის აპრილში შეძლო. პატიმრობის გარდა, ჰუანგი დაჯარიმდა 20 000 ჩინური იუანით

დღის ამბები