28 აპრილი 2024,   01:49
ვრცლად
კანონზე მაღლა არავინ დგას - თუ ტრამპმა შეგნებულად დაუშვა ის, რაც 6 იანვარს მოხდა, ის პასუხისგებაში უნდა მიეცეს-ადამ კინზინგერი

კანონზე მაღლა არავინ დგას - თუ ტრამპმა შეგნებულად დაუშვა ის, რაც 6 იანვარს მოხდა, ის პასუხისგებაში უნდა მიეცეს. ამის შესახებ განცხადება რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა გაავრცელა.

კინზინგერის თქმით, წარმომადგენელთა პალატის სპეციალური კომიტეტი, რომელიც 6 იანვრის მოვლენებს იძიებს, იკვლევს, ჩაიდინა თუ არა დანაშაული ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, 6 იანვარს ვაშინგტონში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების გაკონტროლებას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც, კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა.

აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრის საქმეზე ფედერალურმა პროკურორებმა ბრალი 650-ზე მეტ ადამიანს წაუყენეს.

დღის ამბები