28 აპრილი 2024,   05:01
ვრცლად
სამხრეთ აფრიკაში კოვიდის შემთხვევები იკლებს, გარდაცვალების მაჩვენებელი კი არ გაზრდილა - ადგილობრივი ექიმი

სამხრეთ აფრიკაში Covid-19-ის შემთხვევებმა კლება დაიწყო - ამის შესახებ სამხრეთ აფრიკის სამედიცინო ასოციაციის ხელმძღვანელი ანჯელიქ კუტზე საუბრობს. 

"ბოლო პერიოდში ვხედავთ ახალი შემთხვევების შემცირებას. გაუტენგში, რომელიც იყო ვირუსის ეპიცენტრი, შემთხვევების რაოდენობა გაცილებით შემცირებულია,“ - განუცხადა ანჯელიქ კუტზემ  CNN-ს.

მისივე თქმით, Covid-19 ისევ განაგრძნობს გავრცელებას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, რაც დღესასწაულებს უკავშირდება, თუმცა თუკი საერთო სურათს შეხედავთ, ინფიცირების რიცხვები მცირდება.

კუტზეს ინფორმაციით, ომიკრონს სიკვდილობის მაჩვენებელი არ გაუზრდია და დელტასთან შედარებით ახალი შემთხვევები ბევრად მარტივად მიმდინარეობს. 

დღის ამბები