სოფელ ვერტყვიჭალაში სამშენებლო კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულების რაოდენობა გაიზარდა - მაშველებმა ნანგრევებიდან 8 პირი გამოიყვანეს. დაშავებულები სხვადასხვა დაზიანებებით კლინიკებში გადაიყვანეს. ამ ეტაპისთვის, ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულებულია.
"კურიერის" ინფორმაცით, დაშავებულებს შორის საქართველოს 5 და ჩინეთის 3 მოქალაქეა. შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. სამშენებლო კონსტრუქციის ჩამონგრევის სავარაუდო მიზეზი უამინდობაა, თუმცა, შემთხვევის ზუსტი მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.
რკინის კონსტრუქცია ხარაგაულის რაიონის სოფელ ვერტყვიჭალაში დღეს დილით ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 1 ადგილობრივი მკვიდრი, რომელიც სამშენებლო სამუშაოებში იყო ჩართული. სამუშაოებს ჩინური კომპანია ახორციელებდა.