04 მაისი 2024,   19:41
ვრცლად
NATO რუსეთს საშობაოდ უკრაინის საზღვრებიდან ჯარების გაყვანას და დაძაბულობის შემცირებას მოუწოდებს - იენს სტოლტენბერგი

NATO რუსეთს მოუწოდებს შობის წინა დღეს უკრაინის საზღვრებიდან ჯარები გაიყვანოს და ამით რეგიონში დაძაბულობა შეამციროს. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, ოფიციალურ მოსკოვს აქვს შესაძლებლობა, უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული მხარისთვის მშვიდობიანი დასვენების პერიოდი.სტოლტენბერგმა მოსკოვს მოუწოდა პატივი სცეს პატარა ერების სუვერენიტეტს.

NATO-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ალიანსი მზადაა, ესაუბროს მოსკოვს "უსაფრთხოების გარანტიების" მოთხოვნების გათვალისწინებით. ამავდროულად, მან ხაზი გაუსვა, რომ ალიანსი უარს არ იტყვის ცალკეული სახელმწიფოების ნატოში მიღებაზე.

დღის ამბები