საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ჩანჩქერი გაიყინა - ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყანაში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცა, დილის საათებში -2 -4 გრადუსი ფიქსირდება, დღის განმავლობაში კი ტემპერატურა +2 +4 გრადუსს არ სცდება.
საქართველოს რამდენიმე რეგიონში უხვი ნალექი უმეტესწილად თოვლის სახით იყო, რამაც გზებზე გადაადგილების თვალსაზრისით გარკვეული ხარვეზებიც შექმნა.
ფოტო: ნიკოლაი ლევშიცი