04 მაისი 2024,   19:41
ვრცლად
სააკაშვილი აქ არც უსაფრთხოდ არის და არც რეაბილიტაცია უტარდება - გვარამია სააკაშვილის უცხოეთის კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს

რა მოხდა გვიან ღამით გორის ჰოსპიტალში - მიხეილ სააკაშვილი კლინიკიდან გაწერის წინააღმდეგია. მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს ამ წუთებში პირადი ექიმი და ადვოკატები ხვდებიან. სწორედ ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ გაირკვევა სააკაშვილის სამოქმედო გეგმა.

როგორც მისი უფლება დამცველები და პირადი ექიმი იუწყებან, მიხეილ სააკშვილს სჭირდება სპეციალიზირებულ კლინიკაში მკურნალობა. სააკაშვილის უფლება დამცველის ნიკა გვარამიას განცხადებით. ქვეყნის მე-3 პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე საჭიროა მკურნალობა საზღვაეგარეთ გაგრძელდეს. 

"სააკაშვილის აქ ყოფნა აღარ შეიძლება. იგი უნდა იქნეს გადაყვანილი რეფერალურ საავადმყოფოში, კეთილი ინებონ და იპოვონ  ისეთი კლინიკა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს რეაბილიტაციას და უსაფრთხოებას. თუ არა და სხვა ქვეყანაში ყველა შემთხვევაში. იმიტომ, რომ ის აქ არც უსაფრთხოდ არის და არც რეაბილიტაცია უტარდება,"-აცხადებს ნიკა გვარამია. 

უფლება დამცველებთან ერთად გორში იმყოფებოდა სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძეც, რომელიც სრულად იზიარებს მოსაზრებას სააკაშვილის სხვა კლინიკაში გადაყვანის თაობაზე. 

"არ მომწონს მისი მდგომარეობა და საჭიროა რეაბილიტაციის გაგრძელება. ან აქ ან კიდევ უფრო სპეციალიზირებულ საავადმყოფოში,"-აცხადებს ყიფშიძე.

დღის ამბები