04 მაისი 2024,   19:53
ვრცლად
ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიის ქალაქ ლატაკიის პორტი დაბომბა

ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიის ქალაქ ლატაკიის პორტი დაბომბა. სამხედრო ავიაციის სამიზნე კონტეინერების საწყობი გახდა. პორტის ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

სარაკეტო იერიშებმა პორტის მახლობლად მდებარე საავადმყოფო, საცხოვრებელი სახლები და მაღაზიები დააზიანა.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, ირანი ლატაკიის პორტს რეგიონული მოკავშირეებისთვის თანამედროვე შეიარაღების მისაწოდებლად იყენებს. სირიის სახელმწიფო მედია მასშტაბური ზარალის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

დღის ამბები