30 აპრილი 2024,   20:41
ვრცლად
ვარშავაში თურქეთის საელჩოს უცნობმა პირმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლა

ვარშავაში თურქეთის საელჩოს შენობას უცნობმა პირმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლა. 34 წლის თავდამსხმელი დაკავებულია.

როგორც ცნობილია, მასთან ერთად კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანებულია საელჩოს შენობის წინა ნაწილი. უცნობია დამნაშავის ვინაობა და მოტივი.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები